Accentnews.ge
"20 ივნისის ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვისზეც აღიძრა, ან შეიძლება, აღიძრას საქმე"

"20 ივნისის ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვისზეც აღიძრა, ან შეიძლება, აღიძრას საქმე"

22/04/2021 12:00:36 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 20-21 ივნისის ამნისტია შეეხება მას, ვიზეც აღძრულია საქმე და მასაც, ვიზეც შეიძლება, მომავალში აღიძრას.

"ჩვენ, პირველ რიგში, ვხელმძღვანელობთ თვითონ დოკუმენტის ტექსტით და არა მარტო ტექსტით, შინაარსზე იყო გაკეთებული განმარტებები ელჩების მხრიდან და დანიელსონის მხრიდან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ამნისტიის შესახებ კანონზე. შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვინც არის დაკავშირებული ამ მოვლენებთან, ვისთან დაკავშირებითაც აღიძრა, ან შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. რაც შეეხება ნიკანორ მელიას, ყველაზე მძიმე დანაშაული 20 ივნისის ღამეს სწორედ მას აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე, თუ ამნისტია შეეხება ნიკანორ მელიას, ბუნებრივია, უნდა შეეხოს ვინმეს სხვასაც, ვისაც შეიძლება რაიმე დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი იმ ღამეს", - აცხადებს კობახიძე.

შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერეს, ნათქვამია, რომ "შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს".

დოკუმენტის მიხედვით, ენმ–ის ლიდერ ნიკა მელიას გირაოს ან ევროკავშირი გადაუხდის, ან ამნისტიის კანონით დატოვებს ციხეს. მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზეც უნდა გავრცელდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S