"ევროპარლამენტარების ჯგუფი შეთანხმების აღსრულებას მონიტორინგს გაუწევს"
22/04/2021 12:00:49 პოლიტიკა
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ევროპელი დეპუტატების ჯგუფი შეიქმნება, რომლებიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ 5-პუნქტიანი ხელშეკრულების აღსრულებას მონიტორინგს გაუწევს.
"ევროპაში ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდა, რომ შეიქმნება ევროპელი დეპუტატების მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც 5-პუნქტიანი ხელშეკრულების აღსრულებას დეტალურ მონიტორინგს გაუწევს. ევროპარლამენტარების მონიტორინგის ჯგუფი კონტროლს გაუწევს, რომ შესრულდეს დოკუმენტის პუნქტები, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით შეიქმნა",- წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
"ლელოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შესახვედრად 20 აპრილს გაემგზავრნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და კრიზისის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.


