"გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ბოდიში უნდა მოუხადოს"
22/04/2021 12:20:36 პოლიტიკა
პარტია "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ ივანიშვილების ოჯახს ბოდიში უნდა მოუხადოს.
რაც შეეხება წულაიას მიმართ წარდგენილ ბრალდებას, ხვიჩიამ თქვა, რომ საქმეს ჯერ-ჯერობით არ იცნობს და ამაზე ვერ ისაუბრეს:
"მე პირადად რაც მგონია სამართლიანი, არი ის, რომ ბატონმა გოგი წულაიამ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ბოდიში უნდა მოუხადოს, ადამიანურად. რაც შეეხება ამ საქმეს, ვინმე მართლა დამნაშავეა თუ არა, საკმარისად არ ვიცნობ ჯერ-ჯერობით ამ საქმეს. მოგვეცემა ამ საკითხზე საუბრის საშუალება სხვა დროსაც".
ჟურნალისტების კითხვაზე, "რატომ უნდა მოუხადოს ბოდიში წულაიამ ივანიშვილებს?", ხვიჩიამ შემდეგი განაცხადა: "ცუდი ქცევისთვის".
დღეს, 22 აპრილს, 20-ზე მეტმა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობრივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი ბრალდებულ გოგი წულაიას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.


