Accentnews.ge
"ლელო" ევროპარლამენტარებს ნიკა მელიას თავდებობას სთავაზობს

"ლელო" ევროპარლამენტარებს ნიკა მელიას თავდებობას სთავაზობს

22/04/2021 12:25:06 პოლიტიკა

"ლელოს" ლიდერები ევროპარლამენტარებს სთავაზობენ, რომ ენმ–ის თავმჯდომარეს ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ.

"ლელოს" ლიდერები ბრიუსელში იმყოფებიან ვიზიტით, მათ ჰქონდათ და აქვთ ევროპარლამენტარებთან შეხვედრა. მათ აქტიურად დააყენეს ნიკა მელიას საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნებრივია ვეძებთ გამოსავლის გზებს. ვიცით, რომ ხელისუფლებას მძევლად ჰყავს ნიკა მელია აყვანილი და შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ლიდერების ინიციატივას, რომ პირად თავდებობაში დაუდგნენ ნიკა მელიას, ძალიან დიდი ინტერესი მოყვა. თუ არსებობს აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა და გირაო, ასევე არის პირადი თავდებობა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ინტერესი არის, რომ ევროპარლამენტარები ნიკა მელიას პირად თავდებობაში დაუდგენენ და ასე მოხდეს ნიკა მელიას გათავისუფლება", - აცხადებს "ლელოს" ერთ-ერთი წევრი ლევან სამუშია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S