Accentnews.ge
კელი დეგნანი: "ნიკა მელიას გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა ციხეს"

კელი დეგნანი: "ნიკა მელიას გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა ციხეს"

22/04/2021 13:08:10 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა საპატიმროს.

„ეს, რა თქმა უნდა, არის ბატონი მელიას პირადი გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმება იძლევა ბატონი მელიასა და რურუას გათავისუფლების საშუალებას. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, რომლებიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განიხილებოდა, მე ვთვლი, რომ ეს არის წინ გადაგმული ნაბიჯი და საშუალებას აძლევს საქართველოს, დაიწყოს მუშაობა იმ უზარმაზარი გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა, მათ შორის, ეკონომიკის აღდგენა, კორონავირუსთა გამკლავება. ვხედავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იზრდება, არსებობს სხვა გამოწვევებიც, რომლებიც ნამდვილად ითხოვს სრულად ფუნქციურ პარლამენტს“, – აღნიშნა დეგნანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S