"მზად ვარ, ნიკა მელიას თავდებში დავუდგე"
22/04/2021 16:05:15 პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი უერთდება "ლელოს" ინიციატივას ენმ–ის ლიდერ ნიკა მელიასთვის, ევროპარლამენტარების თავდებობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ თავადაც მზადაა, პოლიტიკოსს თავდებში დაუდგეს.
"იმედია, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა ნებისყოფა და დათანხმდება ამ წინადადებას. ვუერთდები "ლელოს" ინიციატივას და მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს, ნიკა მელიას თავდებობის შესახებ. ცხადია, ასევე მზად ვარ მას თავდებში პირადად დავუდგე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ტექსტში ფორმულირება ითვალისწინებს ყველა შესაძლო გზას ნიკას გასთავისუფლებლად, არა მხოლოდ გირაოს და ამნისტიას", – აცხადებს სამადაშვილი.
“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ნიკა მელიას გათავისუფლების მექანიზმებზე მსჯელობენ. ერთ-ერთ ასეთ მექანიზმად, ხაზარაძის თანახმად, განიხილება ის, რომ ევროპელი პარლამენტარები თავდებში დაუდგნენ ენმ-ის თავმჯდომარეს, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება.


