Accentnews.ge
ზურაბიშვილმა სტოლტენბერგთან საუბრისას NATO-ს მხრიდან შავი ზღვის რეგიონში მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება

ზურაბიშვილმა სტოლტენბერგთან საუბრისას NATO-ს მხრიდან შავი ზღვის რეგიონში მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება

22/04/2021 16:09:45 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა NATO–ს გენმდივან იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას ალიანსის მხრიდან შავი ზღვის რეგიონში მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"NATO-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტს შეთანხმების მიღწევა მიულოცა. მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისათვის საჭირო რეფორმების მნიშვნელობა განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო NATO-ს მომავალ სამიტს, რომელიც 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. ხაზი გაესვა ალიანსის "ღია კარის პოლიტიკის" მნიშვნელობას და ამ კონტექსტში სამიტზე საქართველოს შესაბამისად წარმოჩენას.

სალომე ზურაბიშვილმა და იენს სტოლტენბერგმა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პრეზიდენტმა პორტებისა და NATO-ს მხრიდან შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის მეტი ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მხარეებმა ასევე განიხილეს ავღანეთის საკითხი და მომდევნო თვეებში ჯარების გამოყვანის პროცესში თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. NATO-ს გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს გამორჩეულ როლს ავღანეთის მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში, რაც დადებით როლს ითამაშებს მომავალი ინტეგრაციის თვალსაზრისით", – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S