"ერთი სული ჰქონდათ, შევარდნილიყვნენ პარლამენტში. ხაზარაძე–ჯაფარიძეს საბანკო ამბები აინტერესებთ, "გირჩს" – სად უფრო გააბოლოს კარგად"
22/04/2021 17:41:07 პოლიტიკა
„ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ვინც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, მოლაპარაკებების პირველივე რაუნდიდათ სურდათ პარლამენტში შესვლა.
"ოპოზიციური ფრონტი უნდა მიგვეყვანა ბოლომდე. ეს ისტორიული მიღწევა უნდა მოგვეყვანა ბოლომდე. ერთი თვე, თვენახევარი ნერვების ომის მოგება ნიშნავდა ახალ არჩევნებს. არა მარტო ვერ გაუძლეს, თავიდანვე განწყობა არ იყო. პირველივე რაუნდიდან კოლეგები ხელით მეჭირა, რომ არ ჩაბარებოდნენ კელი დეგნანს [საქარტელოში აშშ–ის ელჩი] როგორც კი წავიდოდა საუბარი, რომ შედით პარლამენტში და სასამართლო რეფორმას ჩავატარებთ, იმ წუთში ვდგებოდი და ისეთს ვამბობდი, რომ მერე ჩაიშლებოდა ეს გეგმები. [...] ვინც ახლა მოაწერა ხელი, პირველივე რაუნდიდან ერთი სული ჰქონდათ, შევარდნილიყვნენ პარლამენტში. ხაზარაძე –ჯაფარიძეს თავისი საბანკო ამბები აინტერესებთ, ვერც გაამტყუნებ, ესენი პოლიტიკოსებად არ დაბადებულან. იმ "გირჩს" აინტერესებს, სად უფრო გააბოლოს კარგად“, – განაცხადა ნათელაშვილმა"ტვ პირველის" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუმენტს ოპოზიციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" ხელი მოაწერეს. ამ ეტაპისთვის დოკუმენტს ხელ არ აწერს "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია".


