კუბილიუსი - მელიას თავდებზე: "თუ ეს იქნება კრიზისიდან გამოსავალი, მზად ვართ, განვიხილოთ"
22/04/2021 18:03:38 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ არსებობს მზაობა, ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას თავდებში ევროპარლამენტარების ჩადგომაზე.
"თუ ეს იქნება გამოსავალი კრიზისიდან, ჩვენ მზად ვართ, ასეთი წინადადება განვიხილოთ. ევროპულ პარლამენტში, რა თქმა უნდა, აღმოაჩენთ ძალიან ბევრ მეგობარს საქართველოს, რომელსაც სურვილი აქვს თავდებში დაუდგნენ და პირადი გარანტიები გასცენ", – განაცხადა კუბილიუსმა "ფორმულას" ეთერში.


