"ოპოზიციამ ნიკა მელია დილემის წინაშე დააყენა, გამოვა ვაია, არ გამოვა, ვუია"
23/04/2021 07:42:37 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დილემის წინაშე დააყენა.
"ნიკა მელიას ბოლოდროინდელ კომენტარებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მასზე გადატეხეს ჯოხი, ის გულგატეხილია და მიხვდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გამოყენებულია. ამ შემთხვევაში, ნიკა მელია დილემის წინაშე დააყენეს - გამოვა ვაია, არ გამოვა - ვუია. რაც შეეხება "ლელოს" მოწადინებას, რომ მისი გამოსვლის მესამე კარი გამოიგონოს, ეს წინააღმდეგობაშია იმ პოლიტიკურ შეთანხმებასთან, რომელსაც თავად "ლელომ" ხელი მოაწერა. საქართველოში ამერიკის ელჩისა და ევროპარლამენტარების კომენტარები ვნახეთ, რომ ქვეყანა ვერ გადაყვება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, გამოვა თუ არა ციხიდან. ნიკა მელიას საკითხი აბსოლუტურად არ არის პრიორიტეტული არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ დონეზე, თუ თავად არ მიიღებს გადაწყვეტილებას,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.


