Accentnews.ge
ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დანიშნეს

ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დანიშნეს

23/04/2021 09:45:56 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა.

"მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს", – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შალვა ლომიძე დღემდე დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ხოლო 2014-2020 წლებში - დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;

აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან იზორია გერმანიაში, ელჩად მიავლინეს და თითქმის 1 წლის განმავლობაში ქვეყნის დაზვერვას ხელმძღვანელი არ ჰყავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S