Accentnews.ge
"სასაცილო პოზიცია იქნება, თუ მელია საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, არ გამოვალო"

"სასაცილო პოზიცია იქნება, თუ მელია საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, არ გამოვალო"

23/04/2021 09:59:53 პოლიტიკა

"გულახდილად რომ გითხრათ, მესმის, რომ ნიკა მელია გაიჭედა და გადაწყვეტილებას ვერ იღებს, რადგან იძახდა, გირაოს არ გადავიხდიო, ახლა რა გააკეთოს, არ იცის", – ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

"ნიკა მელია უნდა ადგეს და მარტივად გამოვიდეს. არ მგონია, ამის გამო ვიღაცამ დასცინოს, სასაცილო პოზიცია მაშინ იქნება, თუ საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, არ გამოვალო. რომ გამოვიდეს და ევროკავშირმა გირაო გადაუხადოს, სულაც არ იქნება არც ღირსება შელახული და სასაცილო მდგომარეობაში. არ ვიცი, „ნაციონალური მოძრაობის” ხალხი რას ეუბნება, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იქნება, თან სწორი, რადგან ქვეყნისთვის კრიზისის დასრულება საჭიროა და ამისთვის ყველამ რთული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ჩვენ რომ რთული გადაწყვეტილება მივიღეთ, ისეთი უნდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერეს, ნათქვამია, რომ "შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს".

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიას გირაოს ან ევროკავშირი გადაუხდის, ან ამნისტიის კანონით დატოვებს ციხეს. მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზეც უნდა გავრცელდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S