Accentnews.ge
"საქართველომ და უკრაინამ MAP უნდა მიიღონ"

"საქართველომ და უკრაინამ MAP უნდა მიიღონ"

23/04/2021 10:39:34 პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ საქართველომ და უკრაინამ NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) უნდა მიიღონ.

"რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი "გამჭრიახობა" იმის შესახებ, რომ თითქოს უკრიანამ გაამწვავა სიტუაცია დონბასში, რათა მიეღო NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა. კრემლის ყველა ამ "მანევრის" შემდეგ, ორივემ - საქართველომ და უკრაინამაც უნდა მიიღონ MAP და NATO-ს წევრობის პერსპექტივის მკაფიო დადასტურება", - წერს ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S