Accentnews.ge
"საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს"

"საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს"

23/04/2021 10:49:27 პოლიტიკა

საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა თავის ეფექტიანობას ამტკიცებს.

„საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს. საქართველო და უკრაინა სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით ერთი და იმავე გამოწვევების წინაშე დგანან. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა თავის ეფექტიანობას ამტკიცებს“, – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის: რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში წვრთნების დასრულების შესახებ განაცხადა და პირადი შემადგენლობების დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნების ბრძანება გასცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S