Accentnews.ge
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "რეგიონული უსაფრთხოებისთვის საქართველო და უკრაინა გადამწყვეტ როლს თამაშობენ"

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "რეგიონული უსაფრთხოებისთვის საქართველო და უკრაინა გადამწყვეტ როლს თამაშობენ"

23/04/2021 11:48:02 პოლიტიკა

რეგიონული უსაფრთხოებისა და კოორდინაციისთვის საქართველო და უკრაინა გადამწყვეტ როლს თამაშობენ, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ განაცხადა.

„უსაფრთხოების საკითხებზე რუმინეთის, პოლონეთის და თურქეთის მეორე სამუშაო სესია უზრუნველყოფს ჩვენს შავი ზღვის პარტნიორებთან, საქართველოსთან და უკრაინასთან ჩართულობის უნიკალურ შესაძლებლობას. რეგიონული უსაფრთხოებისთვის და კოორდინაციისთვის ორივე გადამწყვეტ როლს თამაშობენ. მქონდა სიღრმისეული და დროული მოსაზრებების გაცვლა დავით ზალკალიანთან და დიმიტრი კულებასთან“ – წერს რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 2021 წლის 22-24 აპრილს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თავის უკრაინელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობას იღებს რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნება რეგიონალურ უსაფრთხოებასთან და საქართველოს და უკრაინის NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი პირისპირ შეხვედრებს გამართავს პოლონეთის, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ამასთან, საქართველოსა და რუმინეთის პირველი დიპლომატები ხელს მოაწერენ 2021-2022 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროების სამოქმედო გეგმას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S