Accentnews.ge
„მიუხედავად პოლიტიკური შეთანხმებისა, მოსამართლეებთან გასაუბრება გრძელდება, საბჭოში კი ქაოსია“

„მიუხედავად პოლიტიკური შეთანხმებისა, მოსამართლეებთან გასაუბრება გრძელდება, საბჭოში კი ქაოსია“

23/04/2021 12:30:09 პოლიტიკა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის დადებულ შეთანხმების დოკუმენტში პირდაპირააა მითითებული, რომ სასამართლო რეფორმის დასრულებამდე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გასაუბრებები უნდა შეჩერდეს.

"გეგმაში პირდაპირ არის მითითებული, რომ უნდა შეჩერდეს უზენაესში გასაუბრებები მანამ, სანამ არ იქნება რეფორმა. როდესაც თავს უქნევს ქართული ოცნება ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, მეორე ხელით აგრძელებს დანიშვნების პროცესს. ამ მოლაპარაკებების ფონზე, იუსტიციის საბჭომ განაახლა დღეს 14:00 საათზე განაახლა გასაუბრებები უზენაეს სასამართლოში. ეს იმის ფონზე, რომ ხელისუფლებას ცალსახად აქვს მიცემული დაპირება ჩვენი პარტნიორების წინაშე, რომ გასაუბრება გაჩერდება მანამ, სანამ რეფორმა არ იქნება", - აცხადებს დოლიძე.

მოსამართლეების გასაუბრებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი facebook-ზე გამოეხმაურა.

ჯანეზაშვილი წერს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კი ქაოსია.

"რურუას საქმეზე შეთანხმების დოკუმენტიდან გამომდინარე, პრეზიდენტი სავარაუდო დროზე მაინც საუბრობს. საბჭოში კი ქაოსია. როგორც იცით, შეთანხმების დოკუმენტში წერია, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს. მაგრამ დღეს 14:00 საათზე დანიშნულია გასაუბრება უზენაესი სასამართლოს კანდიდატთან, ამირან ძაბუნიძესთან. მაინტერესებს, რა მექანიზმით მოხდება შეჩერება, კანონით თუ პარლამენტიდან ვინმე დაურეკავს ჩინჩალაძეს და ეტყვის, გააჩერეთო? და საინტერესოა ვადებიც", -წერს ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით კი, შეთანხმების დოკუმენტი პოლიტიკურია და სანამ ის საკანონმდებლო დონეზე არ გაიწერება, მანამდე საბჭო ამ პროცესს ვერ შეაჩერებს:

"დღეის მდგომარეობით საბჭოსთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომლითაც ეს პროცედურა უნდა შევაჩეროთ. რაც შეეხება დოკუმენტს, ეს არის პოლიტიკური შეთანხმების საგანი. სასამართლო დისტანცირებულია პოლიტიკური საქმიანობისგან და მოქმედებს მხოლოდ არსებული კანონმდებლობის საფუძველზე სანამ ეს დოკუმენტი კანონის სახეს არ მიიღებს და საკანონმდებლო დონეზე არ გაიწერება, რომ ეს პროცესი შეჩერდეს, საბჭო ამ პროცედურას ვერ შეაჩერებს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S