არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა
24/04/2021 11:06:37 პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სპიკერის თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა, მიმაჩნია, რომ პარლამენტში, შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის, მართებული იქნება, დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ როტაცია. ახლა, როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი, დარბაზში კოლეგების გვერდითაა და არა - სპიკერის პოზიციაზე“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.


