Accentnews.ge
მელია –  ელისაშვილზე,  მეგრელიშვილსა და ხვიჩიაზე: "გამოვალ და სათანადო ყურადღებას მივაქცევ"

მელია –  ელისაშვილზე,  მეგრელიშვილსა და ხვიჩიაზე: "გამოვალ და სათანადო ყურადღებას მივაქცევ"

24/04/2021 18:37:39 პოლიტიკა

ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ალეკო ელისაშვილს, იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილს "ქართულ ოცნებასთან" აიგივებს. ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა მელიამ „მთავარ არხს“ სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა.

"მინდა, გამოვეხმაურო იმ კამპანიას, სასოწარკვეთილ კამპანიას, რომელსაც ეწევა "ქართული ოცნება", მაგრამ არაფერი არ გამოსდის და რომელშიც ჩართეს ალეკო ელისაშვილი, იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი. ადამიანები, თავად თავს რომ ასაღებენ ოპოზიციონერებად, რატომ არ ეუხერხულებათ, რა შუაში არიან ოპოზიციასთან? როდესაც ელისაშვილის, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს და "ქართულ ოცნების" დეპუტაციას ვუყურებ, ბედნიერები არიან, ფიქრობენ რომ ბედისწერა მათით დაინტერესდა. გამოვალ და სათანადო ყურადღებას მაგათაც მივაქცევ, იმიტომ რომ ჩემთვის "ქართული ოცნება" და აი ეს ბატონები ერთი და იგივეა", – განაცხადა მელიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S