Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი: "ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი თბილისის მერობისთვის და ეს კახა კალაძე იქნება"

შალვა პაპუაშვილი: "ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი თბილისის მერობისთვის და ეს კახა კალაძე იქნება"

26/04/2021 09:59:16 პოლიტიკა

"თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება", - განცხადება ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, "ქართული ოცნება" კალაძის შემცვლელად პარლამენტის გადამდგარ თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს დაასახელებს.

"არჩილ თალაკვაძის მერობაზე ინფორმაცია მცდარია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი მერობისთვის. რა თქმა უნდა, კანდიდატი კახა კალაძე იქნება", – განაცხადა პაპუაშვილმა და შემდეგი დასძინა:

„როცა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, თავად კალაძის გადასაწყვეტია, მას სურს თუ არა, რომ ამ ბრძოლაში შევიდეს, მაგრამ ჩვენი სურვილია, „ქართული ოცნებიდან” მერობის კანდიდატი ის იყოს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S