Accentnews.ge
„გირჩი“ პარლამენტში სტუდიის მოწყობას გეგმავს, საიდანაც პირდაპირი ჩართვები ექნებათ

„გირჩი“ პარლამენტში სტუდიის მოწყობას გეგმავს, საიდანაც პირდაპირი ჩართვები ექნებათ

26/04/2021 10:42:07 პოლიტიკა

„გირჩის” ლიდერებს პარლამენტში საკუთარ კაბინეტებში მუშაობა ჯერ–ჯერობით არ დაუწყიათ, რადგან ამბობენ, რომ ოთახები „გირჩულად” უნდა მოაწყონ.

როგორც „გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, მოაწყობენ სტუდიას, საიდანაც პირდაპირი ჩართვები ექნებათ:

„ერთ-ერთ ოთახში უნდა იყოს სტუდია, საიდანაც ჩავერთვებით ხოლმე და ვილაპარაკებთ „ლაივში”, გადაცემებში და ა.შ. წარმოგიდგენიათ, რომ კაბინეტებში ვისხდეთ და სერიოზული სახით რაღაცებზე ვილაპარაკოთ? ასე არ მოხდება. სტუდია გვექნება. უნდა დავლაგდეთ, როგორი იქნება ეს სტუდია და სად გავაკეთებთ. დეპუტატები უნდა დავიჭიროთ და კანონში ცვლილებებზე ველაპარაკოთ. ჩვენს ამომრჩევლებს აინტერესებს საპარლამენტო ცხოვრება და როგორაა ეს ყველაფერი აწყობილი. ეს ხომ პრივილეგიაა, რომ აქ ვიდგე და რატომ არ შეიძლება ამომრჩევლებს ეს პრივილეგია გავუნაწილოთ?!”,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S