იაგო ხვიჩია – კახა კუჭავაზე: "რამდენიმე ადამიანს ვკითხე აზრი, ცუდი არაფერი უთქვამთ"
26/04/2021 10:26:30 პოლიტიკა
"გირჩის" ლიდერს იაგო ხვიჩიას ჯერ არ გადაუწყვეტია, დაუჭერს თუ არა მხარს კახა კუჭავას, რომელიც მმართველმა პარტიამ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელა. მისი თქმით, ამას დრო აჩვენებს.
"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესები ნაკლებად მაინტერესებს. ეს მათი შიდა გუნდის საქმეა... ხო გვახსოვს, ბატონი თალაკვაძე როგორი ადამიანია, როგორ იქცეოდა როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ახლა კუჭავაზე დავინახავთ და შევადარებთ... არ მიფიქრია [დავუჭერ თუ არა მხარს], ცოტა მეტი დრო მჭირდება, მინიმუმ, ჩემს კოლეგებთან კონსულტაციისთვის... რამდენიმე ადამიანს ვკითხე [აზრი], რომელსაც შეიძლება, ჰქონოდა ინფორმაცია [კუჭავაზე], მათ ჩემთვის ცუდი არაფერი უთქვამთ", - განაცხადა ხვიჩიამ.
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 აპრილს დატოვა. მან ოფიციალურ მიზეზად დაასახელა, რომ პარლამენტში ოპოზიციის შესვლის შემდეგ მისი ადგილი სხდომათა დარბაზშია და არა - სპიკერის როლში. ამავე დღეს მმართველმა პარტიამ პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატად კახა კუჭავა დაასახელა. მისი დამტკიცების კენჭისყრა სავარაუდოდ, ხვალ უნდა გაიმართოს.


