Accentnews.ge
ქარსელაძე – ნახევარმილიარდიან პროგრამაზე: “აბსურდულია რაიმე მოსყიდვაზე საუბარი”

ქარსელაძე – ნახევარმილიარდიან პროგრამაზე: “აბსურდულია რაიმე მოსყიდვაზე საუბარი”

26/04/2021 11:04:20 პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დააანონსებული ნახევარმილიარდიანი პროექტი ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა არ არის. ქარსელაძემ შესაძლო მოსყიდვის ფაქტს "აბსურდული" უწოდა:

“აბსოლუტურად უსაფუძვლოა, აბსურდულიც კი რაიმე მოსყიდვაზე საუბარი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ პროგრამით ხაზს ვუსვამთ მასშტაბურობას იმისას, რასაც წინა წლების განმავლობაში არაერთი პროეექტის განხორციელება მოჰყვა, თუმცა ასეთი მასშტაბური მანამდე არ გვქონია. აქედან გამომდინარე, საუბარი, რომ ვინმეს მოსყიდვაა, ნამდვილად არ არის".

ბათუმელებიგაბათილდეს 19-სართულიანი მშენებლობის ნებართვა ბათუმის ბულვარში – მიმართვა წულუკიანსბათუმში 3 სკოლა დაიხურა – 26 აპრილიაჭარაში კოვიდის 68 ახალი შემთხვევაა, 1 პაციენტი გარდაიცვალაკოვიდით გარდაიცვალა 18 პაციენტი, დადასტურდა 521 ახალი შემთხვევა | 26 აპრილიდაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების ახლობლების აქცია ბათუმშირეკლამა გვიპოვეთ ფეისბუკზე slideshow, ახალი ამბებიმარიამ ვარადაშვილი - 26.04.2021“აბსურდულია რაიმე მოსყიდვაზე საუბარი” — ქარსელაძე ნახევარმილიარდიან პროგრამაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, რომ დღეს, 26 აპრილს, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დააანონსებული ნახევარმილიარდიანი პროექტი ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა არ არის. ქარსელაძემ აბსურდული უწოდა შესაძლო მოსყიდვის ფაქტს და თქვა, რომ ეს პროექტი რეგიონების მოსახლეობას მნიშვნელოვნად დაეხმარება.

“აბსოლუტურად უსაფუძვლოა, აბსურდულიც კი რაიმე მოსყიდვაზე საუბარი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ პროგრამით ხაზს ვუსვამთ მასშტაბურობას იმისას, რასაც წინა წლების განმავლობაში არაერთი პროეექტის განხორციელება მოჰყვა, თუმცა ასეთი მასშტაბური მანამდე არ გვქონია. აქედან გამომდინარე, საუბარი, რომ ვინმეს მოსყიდვაა, ნამდვილად არ არის. საერთოდ პირიქით, ვიტყოდით რომ ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომელიც რეგიონებს და ადგილობრვ მოსახლეობას მნიშვნელოვან მხარდაჭერას აღმოუჩენს,” — აცხადებს ქარსელაძე.

26 აპრილის მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროექტისთვის 500 მილიონ ლარს დახარჯავს. მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებს ჩაუტარდებათ რეაბილიტაცია, ასევე იგეგმება რეკრეაციული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, სახელმწიფო ობიექტების მშენებლობა, განვითარება და სხვა ღონისძიებები. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში მთავრობა ახალი დასასვენებელი ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები შექმნასაც გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S