ბადრი ჯაფარიძე – ნიკა მელიას მიმართვაზე: "ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას"
26/04/2021 14:20:04 პოლიტიკა
"ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი", - ასე ეხმიანება "ლელოს" ერთ–ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართვას.
"ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი. ჩვენ არ შეგვიძლია შარლ მიშელის დოკუმენტის გათხოვა. ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი. ეს არის ბატონი მელიას პოზიცია, რომელიც ალბათ მედიატორმა უნდა განიხილოს. დაველოდოთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამნისტიის კანონი ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეეხება ჯალათებს, არავის ასეთი განზრახვა არ აქვს. თუიქნება მცდელობა, რომ ისეთი ფორმულირება იქნეს შეთავაზებული "ქართული ოცნების" მიერ, რომელიც დატოვებს კარს ღიად ჯალათების შესაძლო ამნისტირებაზე, ჩვენ ასეთ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ. ეს არის გამორიცხული... ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, ჩვენ მხარს დავუჭერთ ნიკა მელიას ამ წინადადებას, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ შეთანხმებაში როცა შევედით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ორი პოლიტპატიმრის გათავისუფლება - ერთი [გიორგი რურუა] უნდა გათავისუფლდეს ხვალ, როცა ჩვენ შევალთ პარლამენტში, მეორე პოლიტპატიმრის [ნიკა მელია] ნება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ის ამბობს, რომ მზად არის გირავნობას დაეთანხმოს ევროკავშირიდან, ოღონდ მოითხოვს ამნისტიის შესახებ კანონის ამოღებას და ამას გაიზიარებს მედიატორი, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ", – აცხადებს ჯაფარიძე.
ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა. ის ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" მიმართავს, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი და მზადაა, დათანხმდეს ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს.


