სამადაშვილის თქმით, მელიას გათავისუფლების შემთხვევაში მხარეები შეძლებენ, ამნისტიის კანონზე უფრო საფუძვლიანად იმსჯელონ
26/04/2021 14:30:15 პოლიტიკა
ენმ–ის ერთ–ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების შემთხვევაში მხარეები შეძლებენ ამნისტიის კანონზე უფრო საფუძვლიანად იმსჯელონ.
"გირაოს გადახდას რაც შეეხება, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე რომ არის თანხმობა ხელისუფლების მხრიდან ჩვენ ეს ვიცით. თუ ამ შუამდგომლობით შევა პროკურატურა სასამართლოში და ამ გირაოს გადაიხდის ევროკავშირი, შესაბამისად ნიკას მოეცემა შესაძლებლობა რომ საპატიმრო დატოვოს. რაც შეეხება ამნისტიას, ვფიქრობ, რომ გვექნება შესაძლებლობა, რომ ვიმსჯელოთ უფრო საფუძვლიანად, მათ შორის ნიკას მონაწილეობით", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა. ის ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" მიმართავს, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი და მზადაა, დათანხმდეს ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს.


