"მელიას ურჩევნია, მისთვის მიუღებელი გზით მოხდეს მისი გათავისუფლება, ვიდრე ამნისტიით"
26/04/2021 14:48:00 პოლიტიკა
"მელიას ურჩევნია მისთვის მიუღებელი გზით მოხდეს მისი გათავისუფლება, ვიდრე ამნისტიით", – ასე ეხმიანება "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ განცხადებას.
"ჩემი აზრით, ამ ცუდ ვითარებაში, მას ურჩევნია მისთვის მიუღებელი გზით მოხდეს მისი გათავისუფლება, ვიდრე ამნისტიით,რომ მერე გამოვიდეს, რომ მის გამო შეიწყალეს 20 ივნისის სამართალდამრღვევები", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა. ის ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" მიმართავს, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი და მზადაა, დათანხმდეს ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს.


