შარლ მიშელის დოკუმენტს კიდევ სამმა დეპუტატმა მოაწერა ხელი
26/04/2021 15:17:00 პოლიტიკა
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტზე კიდევ სამმა დეპუტატმა მოაწერა ხელი.
კერძოდ, დოკუმენტს ხელი მოაწერეს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა, მიხეილ დაუშვილმა და ალექსანდრე მოწერელიამ. ასევე, პარტიის სახელით, ხელი მოაწერა „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ.
დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია "ევროპულ საქართველოს", ენმ–ასა და "ლეიბორისტულ პარტიას".


