"ამნისტია შეთანხმების ნაწილია, თუ დავარღვევთ, შეთანხმებას დარღვეულად ჩაგვითვლიან"
26/04/2021 15:28:35 პოლიტიკა
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ამნისტია შეთანხმების ნაწილია, "თუ მას ოპოზიცია დავარღვევს, შეთანხმებას დარღვეულად ჩაუთვლიან".
"გირაო ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ხვალ ისევ არ დავბრუნდებით იგივე მოჯადოებულ წრეზე და იგივე პოლიტპატიმარ მელიას გამო ისევ არ მოუწევთ აშშ-ს და ევროკავშირს მედიაცია. ასე გვითხრეს, ამ საკითხთან დაკავშირებით უკან, თქვენთან დაბრუნება აღარ გვინდა, ამიტომ უნდა დაიხუროს ეს საკითხი... ამნისტია არ არის მელიას პასუხისმგებლობა, ამნისტია არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ვინც ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს. ამნისტია არის შეთანხმების ნაწილი და თუ ერთ ნაწილს დავარღვევთ ამ შეთანხმებისას, თვითონ შეთანხმება შეიძლება, მთლიანად დარღვეულად ჩაგვითვალოს "ქართულმა ოცნებამ" -განაცხადა ვაშაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა. ის ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" მიმართავს, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი და მზადაა, დათანხმდეს ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს.


