Accentnews.ge
სამადაშვილი ნიკა მელიასთან შეხვედრას გეგმავს

სამადაშვილი ნიკა მელიასთან შეხვედრას გეგმავს

26/04/2021 17:15:58 პოლიტიკა

ენმ–ის ერთ–ერთი ლიდეერი სალომე სამადაშვილი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასთან შეხვედრას გეგმავს.

"კანონპროექტის როგორც შეტანა, ისევე უკან გამოწვევა ყოველთვის შეიძლება. ამიტომ ჩვენ ამისთვის ჯერ გვაქვს დრო. ჯერ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხვალ დავწყოთ შეთანხმების შესრულება, იმიტომ რომ ჩვენ არანაირად არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა "ქართულ ოცნებას", რომ შეთანხმების ჩაშლა შემოუბრუნოს ოპოზიციას.... მე ვაპირებ ნიკასთან შევიდე საპატიმროში. თუ შევძლებ ხვალვე, მაგრამ მაქსიმუმ, ზეგ და მასთან პირადად ვისაუბრებ იმ სურათზე, რაც გამოიხატება ხვალინდელი დღის შემდეგ", – აცხადებს სამადაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა. ის ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" მიმართავს, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი და მზადაა, დათანხმდეს ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S