Accentnews.ge
"ამნისტიის აქტი იქნება მიღებული. ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულება უნდა შესრულდეს და ეს შესრულდება"

"ამნისტიის აქტი იქნება მიღებული. ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულება უნდა შესრულდეს და ეს შესრულდება"

26/04/2021 17:03:19 პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ანრი ოხანაშვილი არ იზიარებს ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მოწოდებას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის აქტის არმიღებაზე.

"ერთი ადამიანის ნება-სურვილზე არ და ვერ იქნება დამოკიდებული შეთანხმების შესრულება. შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ყველა ხელმომწერმა პარტიამ აიღო ვალდებულება, ეს არის პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, რომ შევძლოთ ახალი ხარისხის თანამშრომლობაზე გადასვლა და ამისთვის ხელი უნდა შევუწყოთ დეპოლარიზაცია-დეესკალაციას. ამისთვის ერთერთი პუნქტი არის ამნისტიის აქტის მიღება. ამნისტიის აქტი დაინიცირდება და იქნება მიღებული. ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულება უნდა შესრულდეს და ეს შესრულდება", – განაცხადა ოხანაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა. ის ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" მიმართავს, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი და მზადაა, დათანხმდეს ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S