Accentnews.ge
"ხვალ ამნისტიის კანონპროექტი, დიდი ალბათობით, არ დარეგისტრირდება"

"ხვალ ამნისტიის კანონპროექტი, დიდი ალბათობით, არ დარეგისტრირდება"

26/04/2021 18:00:16 პოლიტიკა

"ლელოს" ერთ–ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ხვალ ამნისტიის კანონპროექტი, დიდი ალბათობით, არ დარეგისტრირდება.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ხვალ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერები საკანონმდებლო ორგანოში შევლენ მხოლოდ იმისთვის, რომ გიორგი რურუას შეწყალების აქტი გამოიცეს:

"ხვალ ჩვენ დავრეგისტრირდებით პარლამენტში იმისათვის, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში, რომ ერთმა ადამიანმა დატოვოს საპატიმრო. ამის შემდეგ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ ვნახოთ, არსებობს თუ არა შეჯერების შესაძლებლობა, მაგრამ ხვალ, კანონპროექტის დარეგისტრირება, დიდი ალბათობით, არ მოხდება", – აცხადებს ჯაფარიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S