"ამნისტიის კანონპროექტი იქცევა კანონად. "ქართული ოცნება შეასრულებს პირობას"
26/04/2021 18:03:02 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრის ანრი ოხანაშვილის თქმით, ამნისტიის კანონპროექტი აუცილებლად დაინიცირდება და ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ და ვერ იქნება.
"დღეს კიდევ გავცვალეთ პოზიციები, იყო სამართლებრივ დეტალებზე საუბარი. შეთანხმებიდან გამომდინარე, ვიკისრეთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე. შესაბამისად, შეთანხმებას სჭირდება შესრულება. "ქართული ოცნება" რჩება ერთგული შეთანხმების. შეთანხმებიდან გამომდინარე გვაქვს ყველას ნაკისრი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, მათ შორის ეს კომპონენტი შეეხება ამნისტიის კანონპროექტს. ამიტომ, აუცილებლად დაინიცირდება ამნისტიის კანონპროექტი. ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ და ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი. ამნისტიის კანონპროექტი იქცევა კანონად. დაინიცირდება და "ქართული ოცნება შეასრულებს პირობას. თუ იქნება რესურსი, რომ დაგვეთანხმოს და ოპოზიცია სამართლიან და რაციონალურ პროექტზე, ეს იქნება სამართლიანი, თუ არა ეს იქნება მათი გადასაწყვეტი", – განაცხადა ოხანაშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა. ის ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას" მიმართავს, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი და მზადაა, დათანხმდეს ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს.


