Accentnews.ge
სამნიძის თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ ამნისტია არ შეეხება მაკო გომურის საქმეს

სამნიძის თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ ამნისტია არ შეეხება მაკო გომურის საქმეს

26/04/2021 18:05:56 პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ხათუნა სამნიძის თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ ამნისტია არ შეეხება მაკო გომურის საქმეს.

"ამ ნაწილში ჩვენ შევთანხმდით ორივე მხარე. ამიტომ ვამბობ, რომ ამნისტია არ შეეხება მაკო გომურის საქმეს და ყველა იმ საქმეს, სადაც გვაქვს განზრახ სხეულის მძიმე დაზიანება. ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა... ხვალ ჩვენ ვასრულებთ ჩვენ ვალდებულებას. ვრეგისტრირდებით სესიაზე, რის შემდეგაც ვიხილავთ პირველ ნაბიჯს შესრულებულს და ქალბატონი პრეზიდენტი შეიწყალებს გიორგი რურუას და ამის შემდგ იქნება სამუშაო შეხვედრები. დღის ბოლოს გახდება ცნობილი, რეგისტრირდება ერთი კანონი, ორი კანონპროექტი, თუ სად ვართ", – განაცხადა სამნიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S