Accentnews.ge
"სალომე სამადაშვილს ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში შესულიყო და ევროკავშირში ჩაწერილი ქულებით სამსახური ეშოვა"

"სალომე სამადაშვილს ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში შესულიყო და ევროკავშირში ჩაწერილი ქულებით სამსახური ეშოვა"

26/04/2021 19:13:05 პოლიტიკა

"სალომე სამადაშვილს ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში შესულიყო და ევროკავშირში ჩაწერილი ქულებით სამსახური ეშოვა", – ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

"იქ იყვნენ ადამიანები, მაგალითად სალომე სამადაშვილი, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, როგორმე როგორმე პარლამენტში შესულიყო და შემდეგ პარლამენტიდან ევროკავშირში ჩაწერილი ქულებით სამსახური ეშოვა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული ვალდებულებები აქვთ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის მიმართ. ყველამ ყველაფერი კარგად იცის. მოდით, გვარებს არ დავასახელებ და ადამიანები, რომლებსაც გამოცდილება ნაკლები ჰქონდათ მოლაპარაკებებში. მე არ ვამბობ, რომ ყველა შეგნებულად ცუდად მოქმედებდა, მაგრამ ნაწილი ეს პრობლემა იყო, მეორე ნაწილში კი იყო მოლაპარაკებებში არასაკმარისი გამოცდილების ქონა", – განაცხადა ბურჯანაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S