Accentnews.ge
პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტს სავარაუდოდ, დღეს გამოსცემს

პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტს სავარაუდოდ, დღეს გამოსცემს

27/04/2021 05:30:06 პოლიტიკა

პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტს სავარაუდოდ, დღეს გამოსცემს.

„საქართველოს პრეზიდენტმა მისი 19 აპრილის განცხადებაში აღნიშნა: იმისთვის, რომ ქვეყანა და პარლამენტი ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს შეუდგეს და გამოწვევებს გაუმკლავდეს, მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება გარკვეული პირობებით. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა - მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, შეთანხმებას მიაღწიეს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ისევე როგორც აშშ-ს ელჩმა ეს ფაქტი დაადასტურეს, ამგვარად პირველი პირობა შესრულებულია. რაც შეეხება მეორე პირობას, პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ მოაწერეს ხელი საბოლოო შეთანხმების დოკუმენტს და მათი შესვლა პარლამენტში 27 აპრილს პლენარულ სხდომაზე იგეგმება. ეს ნიშნავს, რომ როგორც განცხადებაშია გათვალისწინებული ერთი კვირის ვადაში შესრულდება მეორე პირობაც, მაშასადამე იმ დღესვე გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი!“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ფეიუსბუქ–გვერდზე 21 აპრილს გავრცელდა.

ამ გადაწყვეტილებით "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის წელიწადნახევრიანი პატიმრობა დასრულდება.

ევროპული საბჭოს პრეიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტის პირველივე პუნქტში წერია, რომ შეთანხმებიდან 1 კვირის ვადაში ორ საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, საუბარია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეებზე, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით კონკრეტული შედეგი უნდა დადგეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S