ოპოზიციის ნაწილი დღეს პარლამენტში მივა
27/04/2021 05:33:20 პოლიტიკა
დღეს ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა, პარლამენტში მივა.
დღეიდან იწყება შეთანხმების შესრულება - ოპოზიცია პარლამენტში რეგისტრირდება, რის შემდეგაც უნდა გადადაიდგას პირველი ნაბიჯი და პრეზიდენტმა "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა შეიწყალოს.
რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ამაზე კონსულტაციები გაგრძელდება.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, კი ამნისტიის კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც დღეს იგეგმებოდა, დიდი ალბათობით, 27 აპრილს არ მოხდება:
„ჩვენ 27 აპრილს პარლამენტში დავრეგისტრირდებით, იმისთვის, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში, რომ ერთმა ადამიანმა საპატიმრო დატოვოს. ამის შემდეგ კონსულტაციებს გავაგრძელებთ ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ვნახოთ არსებობს თუ არა შეჯერების შესაძლებლობა. მაგრამ 27 აპრილს კანონპროექტის დარეგისტრირება დიდი ალბათობით არ მოხდება“.
.


