„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 5–მა წევრმა მეტი თანხა მიიღო, ვიდრე ხუთი ქვეყნის პრემიერებმა ერთად“
27/04/2021 06:20:21 პოლიტიკა
2019-2020 წლებში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 5 წევრის შრომის ანაზღაურებაზე დახარჯული თანხა (1.18 მილიონი ლარი) მეტია, ვიდრე ლატვიის, ლიეტუვის, სლოვაკეთის, პოლონეთისა და მალტის პრემიერ-მინისტრების ხელფასები ერთად აღებული,– იუწყება არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორი“.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური, რომლის ყოველთვიური ანაზღაურებაც 16,650 ლარს შეადგენს, თავმჯდომარის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს:
„კომისია ავტორიტეტული ორგანიზაციებისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშების კრიტიკის ობიექტია - პოლიტიზირებული, მიკერძოებული და არაეფექტიანი გადაწყვეტილებების გამო“.


