Accentnews.ge
თალაკვაძე: „ნიკა მელია არაა უფლებებით აღჭურვილი, გვიკარნახოს პირობები“

თალაკვაძე: „ნიკა მელია არაა უფლებებით აღჭურვილი, გვიკარნახოს პირობები“

27/04/2021 08:00:35 პოლიტიკა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ენმ–ის თავმჯდომარის წინადადების საპასუხოდ აცხადებს, რომ ნიკა მელია არაა შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი მხარე და არც პირობების კარნახის უფლება აქვს.

„ნიკა მელია არაა ხელმომწერი მხარე, ის არაა რაიმე ტიპის უფლებებით აღჭურვილი, რომ გვიკარნახოს პირობები. თუ მას სურდა, მოეწერა ხელი და ყოფილიყო იმ მხარეს, სადაც ცივილიზებული პოლიტიკა მიმდინარეობს, მას ეს შეეძლო, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს, ეხლა, გარედან კარნახი პირობების არის მისივე კოლეგებისთვის მიუღებელი“,– განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, გირაო არ უზრუნველყოფს მელიას თავისუფლებას:

"რაც შეეხება მელიას დამოკიდებულებას, მე მგონი ელემენტარული იურიდიული განათლებაა საჭირო. ეს უფრო სპეკულაციური კომენტარები იყო, ვიდრე იურისტების კომენტარები. თუმცა ოპოზიციიდან იურისტებმაც გააკეთეს ეს კომენტარები. საზოგადოებას ნუ შეიყვანთ შეცდომაში. სიმართლე გახლავთ შემდეგი, რომ გირაოს გადახდა ცვლის მხოლოდ წინასწარი პატიმრობის მოცემულობას. გირაოს თუ გადაიხდის ნიკა მელია ის დატოვებს წინასწარი პატიმრობიდან დაწესებულებას და მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, გირაოს გადახდა უზრუნველყოფს ნიკა მელიას თავისუფლებას. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ".

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მზადაა, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას დასთანხმდეს, თუ ამნისტიის კანონპროექტის განხილვა არ მოხდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S