თალაკვაძე განმარტავს, გეგმავს თუ არა თბილისის მერობას
27/04/2021 08:11:51 პოლიტიკა
პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჭორებს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თვითმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი თავად იქნება.
თალაკვაძის თქმით, თბილისის მოქალაქეებს მერად კახი კალაძე სურს, თუმცა პირველ რიგში, კალაძის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა მსგავს წინადადებას.
"რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინსიმულაციებს, თითქოს მე თბილისის მერის არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობას გუნდის სახელით, ეს გახლავთ, მიზანმიმართული ჭორი. მე არაერთხელ ვთქვი, რომ თბილისს ჰყავს გამორჩეული მერი, რომელიც ჩვენი გუნდის ლიდერია და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ძალიან ბევრ მოქალაქეს სურს, რომ კახი კალაძე ისურვოს მერად მომავალშიც.
მე არაერთხელ ვთქვი, რომ პირველ რიგში, ეს მისი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩვენ, უახლოეს პერიოდში, კამპანიის დაწყებისას წარვუდგენთ საზოგადოებას",- განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ რიგი მედიასაშუალებების წინფორმაციით, მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" შესაძლოა, არჩილ თალაკვაძე იყოს.


