„ეს მეთოდები ნაცადია და სიკეთეს ვერ მოგიტანთ“ – გახარიას გუნდის წევრი ზეწოლაზე საუბრობს
27/04/2021 08:22:35 პოლიტიკა
ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრები ზეწოლაზე საუბრობენ. შესაბამისი განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტტმა, რომელიც გიორგი გახარიას გუნდის წევრია, გააკეთა.
„აუცილებლად უნდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და იმ მართლაც სამარცხვინო ქმედებას, რომელსც ადგილი ჰქონდა რეგიონებში ჩემი და ჩემი კოლეგების – გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტებს. ყველამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ საჯარო მოხელეების და საკრებულოს წევრების მიმართ დამოკიდენულების ის ფორმა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, არ მუშაობს. მე ვეტყოდი მათ, ვინც მსგავს დავალებებს გასცემს და ასრულებს, ეს გზა და მეთოდები წარსულში ნაცადია, წარსულს უნდა ჩაბარდეს და მეტიც, სიკეთეს ვერ მოგიტანთ. მინდა, ჩვენი თანამოაზრეები გავამხნევო, რომ გუშინდელი და გუშინწინდელი მოვლენები წარსულში დარჩება და ჩვენ წინ წავალთ“,– განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.


