სამადაშვილი: „მინდა, ამ დარბაზიდან მივესალმო პოლიტპატიმრებს მელიას და რურუას“
27/04/2021 09:05:37 პოლიტიკა
პარლამენტში პლენარუსი სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები საკუტარ პოზიციებს აფიქსირებენ, მათ შორის, ოპოზიციონერი დეპუტატები.
როგორც ენმ–ის წევრმა სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჯერ დასრულებული არაა.
„ეს კრიზისი არ არის დასრულებული, სანამ სრული ოპოზიციური სპექტრი ჩვენს ქვეყანაში არ არის გაერთიანებული ამ შეთანხმების გარშემო. ამიტომ, დღეს მე, პირველ რიგში, აქ, ამ დარბაზიდან მინდა, მივესალმო პოლიტპატიმარ ნიკა მელიას, მინდა, მივესალმო პოლიტპატიმარ გიორგი რურუას და გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ, რომ დავხუროთ პოლიტიკური დევნის თემა, რაც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეს შეთანხმება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, გახდეს ნაბიჯი წინ, იმისკენ, რომ ჩვენ ქვეყანაში დავასრულოთ პოლარიზაცია, დავასრულოთ პოლიტიკური კრიზისი და მოვემზადოთ ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომელიც, დარწმუნებული ვარ, უზრუნველყოფს იმას, რომ შემდეგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაასრულებს საბოლოოდ პოლიტიკურ კრიზისს და გზას გაუხსნის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს“,– განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, ამნისტია არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ იარების მოშუშებისკენ, რომ ჩვენ არ ვიყოთ ჩაჭიდებული წარსულ დრამას, ტკივილს და შევძლოთ, წინ წავიდეთ.


