Accentnews.ge
კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს

27/04/2021 10:13:29 პოლიტიკა

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს. ფარული კენჭისყრის შედეგად, კუჭავას კანდიდატურას 86 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი ექვსმა პარლამენტარმა მისცა ხმა.

კენჭისყრამდე კუჭავამ პარლამენტს სიტყვით მიმართა. შეკითხვა კი, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს მხოლოდ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიაჩიამ დაუსვა. არ გამართულა კამათი, რა პროცედურასაც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის დროს, რეგლამენტი ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე შეფასებები დეპუტატებმა ლევან იოსელიანმა და დავით ზილფიმიანმა გააკეთეს. როგორც მათ საკუთარი პოლიტიკური გუნდის სახელით განაცხადეს, რომ კახა კუჭავას ამ თანამდებობაზე მხარს უჭერენ.

24 აპრილს არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განაცხადა:

„ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის როლში".

არჩილ თალაკვაძე იყო მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე 2020 წლის 11 დეკემბრიდან. იგი ხელმძღვანელობდა მეცხრე მოწვევის პარლამენტსაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S