Accentnews.ge
"მელიას გათავისუფლების ნებისმიერ გზას მხარს ვუჭერ, თუ მელია ამაზე თანახმა იქნება"

"მელიას გათავისუფლების ნებისმიერ გზას მხარს ვუჭერ, თუ მელია ამაზე თანახმა იქნება"

27/04/2021 11:17:37 პოლიტიკა

პარტიის "გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თუ მისთვის ამნისტიის კანონი მიუღებელი იქნება, მხარს არ დაუჭერს.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაზარალებულების თანხმობის გარეშე არავის აქვს უფლება ვინმეს რამე აპატიოს.

„როგორც ვიცი, დღესაც უნდა გაიმართოს ამაზე მსჯელობა. გამოვა თუ არა ამნისტიიდან რამე ისეთი, რომ მიღწეული იყოს შეთანხმება, არ ვიცი. საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, რასაც ვუსმენ, მეეჭვება. ამბობენ, რომ ის უნდა შეეხოს ყველას და ყველაფერს. ასეთი შეთანხმება ბუნებაში არ ყოფილა",- განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ნიკა მელის განცხადებას, რომ ამნისტიის კანონის გაწვევის შემთხვევაში მზადაა, ევროპარლამენტარების გირაოს დათანხმდეს, ამას ჯაფარიძე მხარს უჭერს:

"მე ამას მხარს ვუჭერ. მე მელიას გათავისუფლების ნებისმიერ გზას მხარს ვუჭერ, თუ მელია ამაზე თანახმა იქნება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S