კობახიძე – მელიას: "ეს არ არის კაცური საქციელი"
27/04/2021 12:05:03 პოლიტიკა
"როდესაც ნიკა მელია ამბობს, რომ ის მზადაა აღიაროს გირაო, გამოვიდეს ოღონდ ამნისტია არ იყოს მიღებული, ეს თავისთავად კარგია, იმიტომ, რომ ეს არის უკან დახევა, მაგრამ მას მინდა ვუთხრა, რომ ეს არ არის კაცური საქციელი", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ გირაო იყოს გადახდილი და მან მიიღოს ეს გირაო, ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, მაგრამ გირაო რომც მიიღოს მელიამ, ის გამოვა წინასწარი პატიმრობიდან, მაგრამ თუ დადგება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ის შებრუნდება ციხეში. ამიტომ, ამნისტიის ალტერნატივა გირაო ვერ იქნება. როდესაც მელია ამბობს, რომ ის მზადაა, აღიაროს გირაო, გამოვიდეს ოღონდ ამნისტია არ იყოს მიღებული, ეს თავისთავად კარგია, იმიტომ, რომ ეს არის უკან დახევა, მაგრამ მას მინდა ვუთხრა, რომ ეს არ არის კაცური საქციელი. როდესაც ის ამბობს, რომ გირაოს გადაიხდის და გამოვა, მაგრამ ის ადამიანები ვინც მისგან იყვნენ გაბრიყვებული და უტევდნენ პარლამენტს, უნდა შევიდნენ ციხეში, ეს კაცური საქციელი არ არის. მან კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც არის გაწერილი მათ შორის შეთანხმებაში", – აცხადებს კობახიძე.


