პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტზე "ოცნებასა" და ოპოზიციის ნაწილს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
27/04/2021 13:02:01 პოლიტიკა
ამ წუთებში პარლამენტში 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წევრების შეხვედრა მიმდინარეობს. სამუშაო შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ რომელ მუხლებზე უნდა გავრცელდეს ამნისტია.
შეხვედრა დახურულია. როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, მოლაპარაკებას "ოცნების" მხრიდან ირაკლი კობახიძე და კიდევ 3 დეპუტატი ესწრება.
ოპოზიციის მხრიდან კი გიორგი ვაშაძე, შალვა შავგულიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, არმაზ ახვლედიანი და სხვები.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტები და 20 ივნისს დაზარალებულები ეწინააღმდეგებიან, რომ ამნისტიის კანონპროექტი ყველაზე თანაბრად გავრცელდეს


