სააკაშვილმა კრიზისის გადაჭრის აუცილებელ წინაპირობად, მათ შორის, საქართველოში მისი თავისუფლად ჩამოსვლის შესაძლებლობა დაასახელა
27/04/2021 13:11:09 პოლიტიკა
ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კრიზისის გადაჭრის აუცილებელ წინაპირობად, მათ შორის, საქართველოში მისი თავისუფლად ჩამოსვლის შესაძლებლობა დაასახელა
"იმისათვის, რომ მოხდეს განმუხტვა პოლიტიკური კრიზისის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გადავლახოთ უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისი. საჭიროა სრული ნორმალიზაცია პოლიტიკური ურთიერთობების. ამისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელია, ენმ-ის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული, ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე - იმ მოთხოვნებით, რომელიც მან წამოაყენა და რომელიც არის კანონიერი და ბოლომდე დასაბუთებული. მეორე, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, უამრავი ადამიანის, მაგალითად, ნამახვანის აქციაზე დაკავებული აჭარელი და სხვა აქტივისტების....და მესამე, მე უნდა მომეცეს საშუალება, თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩემს მხარდამჭერებთან, ჩვენს ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან. სრული ნორმალიზაციისთვის არის ეს ნაბიჯები გადასადგმელი", - აცხადებს სააკაშვილი.


