ზურაბიშვილმა რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა
27/04/2021 13:30:19 პოლიტიკა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.
"მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!
ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში!",– ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.


