Accentnews.ge
„ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად, ენმ და დანარჩენი პარტიებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში“

„ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად, ენმ და დანარჩენი პარტიებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში“

27/04/2021 15:07:47 პოლიტიკა

პატიმრობიდან გათავისუფლებული გიორგი რურუა, რომელმაც საპატიმრო რამდენიმე წუთის წინ დატოვა, ოპოზიციას მადლობას უხდის და ამბობს, რომ მას ოპოზიციის სჯერა.

ამასთან, როგორც რურუა აცხადებს, გეგმავს, დარჩეს აქტიურ მოქალაქედ.

„პარლამენტში ვინც შევიდა, იმ დეპუტატებს ვუსურვებ წარმატებას“,– განაცხადა რურუამ.

რურუა ამბობს, რომ შეთანხმების ნაწილი, რომელიც ამნისტიას ეხება, მისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ მას დაზარალებულები დაეთანხმებიან, რაც სეეხება დანარჩენ ოთხ პუნქტს, აცხადებს, რომ „ბოლომდეა მისაყვანი“.

„მე რომ ნიკას ადგილზე ვიყო, ევროკავშირის გირაოს მივიღებდი. ნიკასი სრულიად მესმის, ის მართალია, პატიმრობას იხდის გავრილოვის ხარკისთვის. ვუსურვებ, მალე დატოვოს საპატიმრო. [...]

ახლა ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად, ვფიქრობ, ენმ და დანარჩენი პარტიებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში“,– განაცხადა რურუამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S