"დარეგისტრირდება ორი კანონპროექტი" – რაზე შეთანხმდა ოპოზიცია და "ოცნება"
27/04/2021 16:13:57 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ოპოზიციის და ერთი „ქართული ოცნების“.
"რაც მთავარია, შევთანხმდით, რომ ორივე კანონპროექტში იქნება დაცული კონვენციური მუხლები და კონვენციურ მუხლებზე არ გავრცელდება არც ერთი კანონპროექტი და არც მეორე",– განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, მთავარია, რომ „ქართული ოცნება“ დაეთანხმა საზოგადოების მოთხოვნას.
„შევთანხმდით იმაზე, რომ ძალადობის საქმეები დაემატა მათ კანონპროექტსაც და „ქართული ოცნების“ კანონპროექტში მაკო გომურის ტიპის საქმეებზე კიდევ დამატებითი გარანტიები იქნება, რომ ამნისტია არ გავრცელდება. ვერ შევთანხმდით დაზარალებულთა თანხმობაზე, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ თანხმობა არ უნდა მოვითხოვოთ. ჩვენ ვთვლით, რომ დაზარალებულის თანხმობა არის აუცილებელი. იქნება სამი საკომიტეტო მოსმენა და ამის შემდეგ კონკრეტულად გადაწყდება, რომელ კანონპროექტს მიიღებს პარლამენტი. მთავარი ისაა, რომ „ქართული ოცნება“ დაეთანხმა საზოგადოების მოთხოვნას და ჯალათებთან მიმართებაში ვერ იქნება ამნისტია გამოყენებული ვერცერთ შემთხვევაში“, – განაცხადა ვაშაძემ.
რა პოზიცია აქვთ "ქართულ ოცნებაში"
ბევრ საკითხთან დაკავშრებით საერთო ხედვის წერტილები გამოინახა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხელ სარჯველაძემ, ამნისტიის შესახებ კანონპროქტთან დაკავშირებით ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციის შემდეგ. თუმცა, მისი თქმით, არის საკითხები, რომელზეც განსხვაბებული პოზიციები რჩება.
„ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას იმ რაც არის განსაზვრული კონკრეტული ხელშეკრულებით, იმ ცნობილ მოვლენებთან დაკავშრებით ყველა სამართალდარღვების ამნისტირებით, ოღონდ ეს არ გულისხმობს ისეთი ტიპის სამართალდარღვევებს, რომელიც არის მაგალითად ქალბატონი მაკო გომურის შემთხვევა. ეს იქნება გამონაკლისის სახით ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროეტში“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი სიტყვებით, განსხვავება რის გამოც ოპოზიცია უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროეტს არ დაეთანხმდა მდგომაროებს იმაში, რომ მათ დამატებითი შეზღუდვების ჩადება სურთ კანონპროეტში, რაც მომავალში სხვა კვალიფიკაციით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ამნისტიის გავრცლებას გამორიცხავს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ამასთან დაკავშრებით კიდევ გაგრძელდება მსჯელობა, როდესაც ინიცირებული იქნება კანონპროექტი, იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ოპოზიციის წარმომადგენლოები ჩვენს მოსაზრებეზე დავითანხმოთ, ყოველ შემთხევეაში დისკუსია გაგრძელდება“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი განმარტებით, არ არის სწორი, ამნისტიის კანონპროექტში ჩაიწეროს, მხოლოდ ის მუხლები, რომელთა საფუძველზეც აღზღულია სისხლის სამართლის საქმები და მიმდინარეობს გამოძიება, რასაც მისი თქმით, ოპოზიცია მოითხოვს.
„ფორმულირება იქნება ასეთი, დაახლოებით, რომ 19-21 ივნისს მოვლენეთან დაკავრებით ჩადენილი ყველა დანაშაული ექვემდებარეა ამნისტრირებას და თავისუფლდება შესაბამისად დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობსგან და სასჯელისგან, იქვე იქნება დათქმა, რომ ეს არ ვრცელდება, იქნება კონკრეტული მუხლზე მითითება, რომელიც გამორიცხავს, ამ შემთხვევაში იმ დრამატული შემთხვევის ირგვლივ ამნისტის გავრცელების შესაძლებლობას, ეს გახლავთ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება და ეს არის შემთხვევა, რომელიც მაკო გომურის შემთხევვას ესადაგება, 117-ე მუხლი“,- განცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


