სამოქალაქო აქტივისტი "ლელოს" ლიდერს მიმართავს: "ბატონო ბადრი, უხერხულია საჯაროდ მსგავსი უტაქტობა და ტყუილი!"
27/04/2021 20:18:31 პოლიტიკა
სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა "დროას" წევრი ნათია ლეთოდიანი, რომლის მამამაც 20 ივნისს ე.წ გავრილოვის ღამეს თვალი დაკარგა "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს მიმართავს.
"დღეს პარლამენტთან აქციის დროს ბადრი ჯაფარიძესთან რამდენიმე წამიანი კომუნიკაციისას, მას რამდენიმე კითხვა დავუსვი ამნისტიასთან დაკავშირებით და პირობა მივიღე რომ იმ ჯალათებს, მამაჩემის და სხვა ადამიანების თვალების მთხრელებს არ შეიწყალებდნენ. ახლახანს, ინგა გრიგოლიასთან განაცხადა, რომ მე შეცდომაში ვიყავი შეყვანილი და სინამდვილეში ამნისტიაზე არაფერი ვიცი... ბატონო ბადრი, უხერხულია საჯაროდ მსგავსი უტაქტობა და ტყუილი! კიტხვები გვაქვს, პასუხები-არა. თქვენ ის მაინც თუ იცით, რეალურად რამდენმა ადამიანმა დაკარგა თვალი? რამდენ ადამიანს მოხვდა ის ცნობილი ნარინჯისფერი ტყვია? დარწმუნებული ვარ, წარმოდგენა არ გაქვთ ამის შესახებ! თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას, რომ არ მოხდება ჯალათების შეწყალება? თქვენ არ იცით იმ სამი თუ ათი პოლიციელიდნ ვინ ესროლა მაკოს, ვინ გიორგის და ვინ სხვებს თქვენ იცით, რომ მამაჩემს და კიდევ ბევრს, დაზარალებულის სტატუსიც არ აქვთ? ანუ რომელი დაზარალებულების თანხმობაზე საუბრობთ? იღებთ პასუხისმგებლობას, რომ ამ ადამიანებს მკურნალობის პრობლემა არ შეექმნებათ ამ ავადსახსენებელი ამნისტიის შემდეგ?ბატონო ბადრი, ჯერ ამ კითხვებზე გვიპასუხეთ და შემდეგ ვისაუბროთ, ვინ არის შეცდომაში შეყვანილი და ვინ უბრალოდ მანდატიანი პოლიტიკოსი, რომელმაც თითქმის არაფერი იცის 20 ივნისის მეორე, ყველაზე მძიმე მხარეზე" - მიმართავს ჯაფარიძეს ლეთოდიანი.


