ანა ფოტიგა: "მოუთმენლად ველოდები ნიკა მელიას დროულად გათავისუფლებას"
27/04/2021 21:38:09 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა Twitter-ზე "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას გათავისუფლებას ეხმაურება.
ანა ფოტიგა იმედს გამოთქვამს, რომ ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაც მალე გათავისუფლდება.
"გულწრფელად მივესალმები გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებას. ასევე, მოუთმენლად ველოდები ნიკა მელიას დროულად გათავისუფლებას, საქართველოში ვიზიტს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ მეგობრებთან პირადად შეხვედრას," - წერს ანა ფოტიგა.


